როგორც თქვენს მხედველობაზე ორიენტირებული და გამოცდილი გუნდი, ჩვენ ვხედავთ სამყაროს თქვენი თვალით

ოპტიკოსებისთვის

მკაფიო, სუფთა ხედვა- საუკეთესო საჩუქარია

თითოეულ ჩვენგანს აქვს ხედვა, თუ როგორი მომავალი სურს, რისი მიღწევა და შეცვლა სწადია. როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი ხედვები და გეგმები, მკაფიო მხედველობა გვეხმარება დასახული მიზნების განხორციელებაში.


80 წელზე მეტია, რაც პროფესიონალი ოპტიკოსების პარტნიორები ვართ და ვცდილობთ, სამყარო მათი თვალით დავინახოთ. ვხედავთ, როგორ სწავლობენ და ცდილობენ საკუთარი ცოდნის რეალიზებას.

პროფესინალი ოპტიკოსები ყოველთვის იმედით უყურებენ მომავალს, ისახავენ მიზნებს და ზუსტად იციან, რისი მიღწევა სურთ საკუთარი პაციენტების და გუნდისთვის. სწორედ ასეთი შემართება ეხმარება მათ წარმატების მიღწევაში.
სწორედ ასეთი ოპტიკოსები არიან ჩვენთვის ინოვატორები, რომლებიც ცოდნითა და გამოცდილებით ეხმარებიან პაციენტებს სამყაროს მკაფიოდ და ნათლად დანახვაში.

ჩვენ ვხედავთ სამყაროს თქვენი თვალით

ჩვენ მიზნად ვისახავთ, დავეხმაროთ, გავაძლიეროთ და ცოდნით შევაიარაღოთ ოპტიკოსები.


მაღალი ხარისხის ოპტიკური პროდუქტები, უწყვეტი ტრენინგები და საიმედოდ ინტეგრირებული სისტემები ეხმარება მათ წარმატების მიღწევაში.

ზრუნვა, ცოდნა და შორსმჭვრეტელობა- სწორედ ამ სამ ძირითად თვისებაზე დაყრდნობით ვეხმარებით ოპტიკოსებს, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებაში.

ზრუნვა

HOYA-ში ჩვენ ვაფასებთ, რომ პაციენტებზე ზრუნვა, თქვენი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ჩვენ განუწყვეტლივ გიჭერთ მხარს, რათა თქვენს პაციენტს მიანიჭოთ უსაზღვრო/წარმოუდგენელი კომფორტი და მკაფიო ხედვით გამოწვეული ბედნიერება.

ცოდნა

ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ოპტიკოსები მუდმივად ზრუნავენ საკუთარი ცოდნისა და პრაქტიკის გაფართოებაზე. სწორედ ამიტომ HOYA ცდილობს უწყვეტი კომუნიკაციისა და თანამედროვე ტრენინგების საშუალებით, მოგაწოდოთ ცოდნა, რომელიც დაგეხმარებათ თითოეული პაციენტის საჭიროების განსაზღვრაში.

შორსმჭვრეტელობა

შორსმჭვრეტელობა თქვენი წარმატების საწინდარია. ჩვენ გამოვიყენებთ ინოვაციურ ტექნოლოგიებს და თანამედროვე საბაზრო შეხედულებებს, იმისათვის, რომ დაგეხმაროთ წარმატების მიღწევაში. ჩვენი მისიაა თანამედროვე პრაქტიკების საშუალებით, თითოეული ოპტიკოსი მჭიდროდ დავუკავშიროთ წარმატებულ მომავალს, რადგანაც ინოვაციები ჩვენი დნმ-ის განუყოფელი ნაწილია.

jpg

თქვენი პაციენტები. თქვენი ბრენდი. ჩვენი მხარდაჭერა !

პარტნიორის წარმატებაზე ზრუნვა ჩვენი საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ინოვაციური,წამყვანი და თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, ჩვენ ვეხმარებით ოპტიკოსებს, ფეხი აუწყონ ოპტიკური ინდუსტრიის სიახლეებს.

უყურეთ ვიდეოს "ერთი დღე Hoya-სთან ერთად"

უყურეთ ვიდეოს "ერთი დღე HOYA-სთან ერთად"

თითოეული ლინზა დამზადებულია ე.წ თავისუფალი ფორმის ზედაპირით. ამ ტექნოლოგიის მთავარი უპირატესობა ლინზის ზედაპირის, როგორც წერტილოვან ერთობლიობად განხილვაა. რაც საშუალებას იძლევა, პიქსელურ დონეზე, მრავალი ღერძის გასწვრივ გამოიყოს თითოეული მათგანი. ასეთი სიზუსტე საშუალებას გვაძლევს, სასათვალე ლინზა ოპტიმიზირებული იყოს ნებისმიერ რეცეპტთან. ასევე შესაძლებელია ჩარჩოს მორგებისა და მოხმარების პარამეტრების გამოყენებაც. შედეგად, ყოველ ჯერზე მივიღებთ უაღრესად პერსონიფიცირებულ პროდუქტებს.

პროგრესული სასათვალე ლინზები

პაციენტის უნიკალურ ცხოვრების წესსზე ინდივიდუალურად მორგებული პროდუქტები.

JPG

მზისგან დაცვა

გაუმჯობესებული მხედველობა და კომფორტი ნებისმიერი მომხმარებლისთვის.

JPG

ერთფოკალური სასათვალე ლინზები

სრულყოფილი და გამორჩეული მხედველობა.

JPG

სასათვალე ლინზები, განსაკუთრებული სიტუაციებისთვის.

მხედველობის კორექციის სრული სპექტრი : სასათვალე ლინზები ბავშვებისთვის, სპორტსმენებისთვის, ავტომობილის სამართავად.

პარტნიორობა HOYA-სთან

რონიკო - HOYA-ს ოფიციალური პარტნიორი საქართველოში!

„რონიკო“ ლიდერი ოპტიკური კომპანიაა საქართველოში, რომელიც 1996 წელს დაარსდა თბილისში, ქვეყნის დედაქალაში. ყველაზე დიდი ოპტიკური ქსელი, ბრენდების ყველაზე ფართო არჩევანი, სათვალეების, კონტაქტური ლინზების და სასათვალე ლინზების ყველაზე დიდი სპექტრი; ოპტიკური სერვისები, ოფთალმოლოგიური კაბინეტები, ლაბორატორიები, ოპტიკოსების მოსამზადებელი ტრეინინგ ცენტრი, ოფიციალური დისტრიბუტორობის საერთაშორისო სერტიფიკატები - ეს და მრავალი სხვა კომპანიის მრავალწლიანი წარმატებული მოღვაწეობის შედეგია! „რონიკოს“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა მსოფლიოს წამყვან ოპტიკურ კომპანიებთან თანამშრომლობაა. ოპტიკური პროდუქციის ყველა სეგმენტში: მზის სათვალეები, ოპტიკური ჩარჩოები, სასათვალე ლინზები თუ კონტაქტური ლინზები „რონიკო“ თანამრომლობს მსოფლიოს საუკეთესო, ლიდერ მწარმოებლებთან. კომპანიის მთავარი პრიორიტეტი მომხმარებლისათვის ხარისხიანი პროდუქტის და სერვისის შეთავაზებაა, რისთვისაც ქსელში მუდმივად ხდება ინოვაციების დანერგვა: საუკეთესო პროდუქტების შემოტანა, მხედველობის დიაგნოსტიკის სერვისის დახვეწა, აპარატურის განახლება, სადიაგნოსტიკო ოფთალმოლოგიური კაბინეტების და ოპტიკური სათვალის დამამზადებელი ლაბორატორიების უკეთესად აღჭურვა, ექიმი-ოფთალმოლოგების და გაყიდვების კონსულტანტების დატრენინგება და მათი კვალიფიკაციის ამაღლება. ამჟამად „რონიკო“ 23 მაღაზიას აერთიანებს. ეს ქვეყნის ყველაზე დიდი ოპტიკური სალონების ქსელია. „რონიკოს“ ფილიალები საქართველოს ყველა დიდ ქალაქში და სავაჭრო ცენტრშია წარმოდგენილი. ფილიალების რაოდენობა წლიდან-წლამდე იზრდება და თითოეული მათგანი ხარისხობრივად იხვეწება. კომპანიის ბევრ ფილიალში ფუნქციონირებს ოფთალმოლოგიური კაბინეტი. ჩვენი ექიმი-ოფთალმოლოგები მხედველობის დიაგნოსტიკის და კორექციის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტები არიან. „რონიკო“ საქართველოში მოღვაწე ოპტიკოსთა საუკეთესო და ყველაზე პროგრესული გუნდია!

HOYA-ს შესახებ

60 წელზე მეტია, რაც HOYA ოპტიკური ინდუსტრიის ინოვაციურ ლიდერთა სათავეში იმყოფება. კომპანია დროსა და რესურსს არ ხარჯავს, რათა იპოვოს
თქვენი მხედველობის გაუმჯობესების საუკეთესო გზა. იგი მსოფლიოს
52 ქვეყანას აწვდის მაღალი ხარისხის ოპტიკურ პროდუქციას, ხოლო ბაზარე 45 ლაბორატორიით და 18000-ზე მეთი თანამშრომლით არის წარმოდგენილი.